22 აგვისტო 2026,   08:25
ვრცლად
სოფელ ნაბოსლევში 6 კილომეტრიანი წყლის მაგისტრალი მოეწყო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლევში 6 კილომეტრიანი წყლის მაგისტრალი მოეწყო. აღნიშნულ სოფელში 80-იანი წლების შემდეგ მთავარ პრობლემას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ამ დროისთვის, უკვე დასრულდა სამუშაოები, რომელთა ღირებულებამ 400 000 ლარამდე შეადგინა. რთული რელიეფისა და ტექნიკურად სპეციფიკური სამუშაოების შესრულებით, საბოლოდ, წყლის პრობლემა გადაჭრილია. წყალმომარაგების სისტემით, რომელიც 2 სათავე ნაგებობიდან იკვებება, 100-მდე ოჯახი ისარგებლებს. წყლის სისტემის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

დღის ამბები