"ჭიათურობა 2023" - თეატრალიზებული წარმოდგენები, კულტურული და სპორტული აქტივობები, გამოფენები და ფლეშმობები. იმერულ ფაცხებში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე და წარმოდგენილი იყო ადგილობრივი გასტრონომიაც.
უკვე ტრადიციად ქცეული დღესასწაულის ფარგლებში გაიხსნა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და მუზეუმი. დღის ბოლოს კი დაჯილდოვდნენ საპატიო ჭიათურელები. ღონისძიება ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით დასრულდა.
ავტორი: მაია გრიგოლია