15 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო, რაც ისრაელში ხდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანი ვერ უარყოფს კავშირს ვერც უკრაინაში და ვერც ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ისრაელს ტერორისტული დაჯგუფება, ხოლო უკრაინას ტერორისტული სახელმწიფო დაესხა თავს.

"ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, როცა ის ყიდის შაჰედებს რუსებზე. ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მხარს უჭერენ იმას, რაც ისრაელში ხდება, ეს ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები