ფესტივალ "ღვინის დღეებს" დღეს ოზურგეთი უმასპინძლებს. ჭადრების პარკში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები. ღვინის ფესტივალი "თეატრალურის კვარტეტის" და "გუფი ლენდის" კონცერტით დასრულდება.
ღვინის დღეები აღინიშნება სიღნაღშიც. ქალაქის ცენტრალურ სკვერში სამზადისი მიმდინარეობს. ეწყობა მეღვინეების კუთხე, კვებისა და საბავშვო გასართობი სივრცეები. დაგეგმილია სხვადასხვა ასაკის სტუმარზე გათვლილი არაერთი ღონისძიება. საღამოს კონცერტი დაასრულებს.
ღვინის დღეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.