06 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
სამხედრო - სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის, ფაქტობრივად ყველაფერი მზად არის - მიხეილ ხეცოიძე თელ ავივიდან

ჟურნალისტი, მიხეილ ხეცოიძე, რომელიც ისრაელიდან კურიერისთვის მუშაობს ამბობს, რომ ღაზას სექტორის საზღვრის ნაწილში, მობილიზებულია ისრაელის არმიის რეზერვისტებისა და სხვადასხვა ქვედანაყოფების დიდი რაოდენობა. მისი თქმით, ისრაელის არმია სამხედრო-სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ფაქტობრივად მზად არის.

როგორც ხეცოიძე აღნიშნავს, არმია მუდმივად აწარმოებს ტერორისტების სამძებრო სამუშაოებს და ოპერაციებს ატარებს. მისი განმარტებით, ცოტა ხნის წინ, ისრაელის არმიამ 4 ტერორისტი აღმოაჩინა, რომელთაგან ორის ლიკვიდაცია დადასტურებულია.

"ცახალი" ადასტურებს, რომ ისრაელი აკონტროლებს ღაზას სექტორთან საზღვრის მთლიან ნაწილს. მათ დაიწყეს გამაგრებითი სამუშაოები. ისრაელის თავდაცვის სისტემა ახორციელებს ღაზას სექტორში, ტერორისტების სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმებს, თუმცა ერთი საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხრეთით, საზღვრის ნაწილში, ერთ-ერთ ქიბუთთან სამართალდამცველებმა 4 ტერორისტიდან 2 მოკლეს და 2 მდგომარეობა ამჟამად უცნობია. ეს არიან ის ტერორისტები, რომლებიც უახლოესი დღეების განმავლობაში შემოვიდნენ ქვეყანაში, თუ იქ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ იმყოფებოდნენ, უცნობია.

რაც შეეხება ღაზას სექტორს, იქ სრული ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება. საზღვრის ნაწილში მობილიზებულია რეზერვისტების დიდი რაოდენობა, სამართალდამცველების დიდი რაოდენობა, ასევე იქ იმყოფებიან სხვადასხვა ქვედანაყოფები და სამხედრო - სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის ფაქტობრივად ყველაფერი მზად არის, მაგრამ როდის დაიწყება ამაზე ზუსტი ინფორმაცია უცნობია", - განაცხადმ.

დღის ამბები