22 აგვისტო 2026,   02:08
ვრცლად
ღვინის დღეებს დღეს ბოლნისი მასპინძლობს - ფესტივალის სტუმრებს, ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ექნებათ

ღვინის დღეების მასპინძელი დღეს ბოლნისია. ფესტივალის სტუმრებს, ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ექნებათ.

მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ღვინის დღეები იმართება ლაგოდეხშიც. ლაგოდეხის ნაკრძალში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა მეღვინეების კუთხე, ფოტოზონები, საბავშვო გასართობი სივრცეები და კვების ზონა.

რეგიონებში საფესტივალო დღე კონცერტებით დასრულდება. ღვინის დღეები საქართველოში პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები