06 ოქტომბერი 2024,   20:52
ვრცლად
მჭიდროდ დასახლებული საომარი ზონიდან, ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ექსტრემალურად საშიშია, ზოგიერთ შემთხვევაში კი, უბრალოდ შეუძლებელი - ანტონიო გუტიერეში

დასავლური სამყარო ისრაელს უპირობო მხარდაჭერას უდასტურებს, თუმცა ახსენებს რომ წესები ომშიც არსებობს. თავად ახლო აღმოსავლეთში კი აზრები ორად იყოფა. ისრაელის მოთხოვას ღაზის სექტორის მასობრივ ევაკუაციასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში ანტონიო გუტიერეში ამბობს, რომ ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ევაცუაცია  შესაბამისი პირობების გარეშე, თთქმის შეუძლებელია. 

"მჭიდროდ დასახლებული საომარი ზონიდან, ერთ მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია - წყლის, საჭმლის, შესაბამისი პირობების გარეშე, მაშინ როდესაც ყველაფერთან ერთად ალყაშიც არიან - ექსტრემალურად საშიშია, ზოგიერთ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელი. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული წვდომა ღაზა სექტორზე, რათა მივაწოდოთ იქ მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას საწვავი, საჭმელი, წყალი და ყველაფერი რაც საჭიროა. ომსაც კი აქვს წესები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანების საყოველთაო უფლებები დაცული იყოს და პატივი უნდა ვცეთ. მოქალაქეები უნდა იყვენ დაცულები და მათ ცოცხალ ფარად არასოდეს უნდა იყენებდნენ." - აცხადებს ანტონიო გუტიერეში

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ 24 საათი ერთი მილიონი ადამიანის ღაზის სექტორიდან გასაყვანად, უბრალოდ წარმოუდგენელია.

"ჩვენ უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე ვდგავართ. მე ვეთანხმები გაეროს გენერალურ მდივანს იმაში, რომ ისრაელის მიერ მოთხოვნილი 24 საათი, ერთი მილიონი ადამიანის ღაზის სექტორიდან გასაყვანად, უბრალოდ წარმოუდგენელია. მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია" - ამბობს ჟოზეფ ბორელი

 

 

 

დღის ამბები