06 ოქტომბერი 2024,   21:08
ვრცლად
ლიბანის საზღვარზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე, პასუხისმგებლობა "ჰეზბოლამ" აიღო

ლიბანმა ისრაელის საზღვარზე სარაკეტო იერიში მიიტანა და ჩრდილოეთ საზღვარზე მდებარე ქალაქ შტულას მიმართულებით, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლა. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. სროლის შესახებ პირველადი ცნობების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ ლიბანის მიერ ცეცხლის გახსნის საპასუხოდ სამხედრო მოქმედებები დაიწყეს.

ლიბანის საზღვარზე ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლამ აიღო. ტერორისტული ჯგუფი ამტკიცებს, რომ სამიზნე ისრაელის ტანკი იყო.

დღის ამბები