16 სექტემბერი 2024,   22:55
ვრცლად
მშვიდი ცურვა ტეხურაზე - რატომ უნდა ჩახვიდეთ ნოქალაქევში

"კურიერი P.S." საქართველოს კუთხეებში მოგზაურობას აგრძელებს. ამჯერად, "რუსთავი 2-ის" გუნდი სამეგრელოში იმყოფებოდა - ისტორიულ ნოქალაქევში. ამ ტერიტორიაზე, ცხოვრების კვალი ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულიდან იწყება. ნოქალაქევი ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ქართულ ქალაქს წარმოადგენდა, თუმცა ამჯერად მხოლოდ ისტორიაზე არ მოგიყვებით.

მუზეუმი-ნაკრძალის გარდა, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას ინახავს, ნოქალაქევშია გოგირდის ბუნებრივი აბანო და კირქვული ქანებით აგებული კანიონი, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. ამ ყველაფრის ნახვას ერთი დღეში მოასწრებთ, თუმცა მის გასააზრებლად ერთი დღე საკმარისი ნამდვილად არ არის.

"კურიერი P.S." გამოგზაურებთ სამეგრელოში და გაიგებთ, რატომ უნდა ჩახვიდეთ ნოქალაქევში.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები