06 ოქტომბერი 2024,   21:59
ვრცლად
დღეიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ამერიკული წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.

ვაქცინაცია, რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, უფასოდ ჩაუტარდებათ.

საუბარია დიაბეტის, C ჰეპატიტის, აივ ინფექციის მქონე, დიალიზზე მყოფ პირებზე, ასევე 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულებზე; ორსულებზე, პედაგოგებსა და მედპერსონალზე.

დღის ამბები