15 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
გარემოს დაცვის მინისტრმა, სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

გარემოს დაცვის მინისტრმა, ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში, დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის და ლენტეხის რაიონებში არსებული დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების სისტემური მართვის ღონისძიება მიმდინარეობს. დარიშხანით დაბინძურებული ტერიტორიების შემოღობვითი სამუშაოების გარდა, დაგეგმილია დარიშხანის შემცველი ნარჩენებისა და შენობა-ნაგებობების სამშენებლო ნარჩენების შეგროვება, დაბინძურებული ნიადაგის მოხსნა და სპეციალურად მოწყობილ სამარხში განთავსება.

ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში სამთო-ქიმიური კომბინატი მუშაობდა, რომელმაც, 90-იან წლებში ფუნქციონირება შეწყვიტა. შედეგად, ტერიტორიები დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურდა.

დღის ამბები