06 ოქტომბერი 2024,   20:09
ვრცლად
ჯო ბაიდენის ვიზიტი ისრაელში და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის - როგორ ეხმაურება მსოფლიო მიმდინარე კონფლიქტს

"ოთხშაბათს პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელს ეწვევა" - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თელ-ავივში ვიზიტის დროს. ენტონი ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება და კვლავ დაუდასტურებს ისრაელის მიმართ სოლიდარობას.

ბლინკენის განცხადებით, ჯო ბაიდენი კოორდინირებას გაუწევს პარტნიორებთან ერთად "ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფას. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი სამხედროებისგან მოისმენს გეგმებს, თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა და ხდება თუ არა ისე, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმამდე შემცირდეს. ბლინკენის თქმით, ბაიდენი ისაუბრებს იმაზეც, რომ დაუშვან ჰუმანიტარული დახმარების შედინება ღაზაში ისე, რომ ამით "ჰამასმა" არ ისარგებლოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა უსრულა ფონ დერ ლაიენმა ჰუმანიტარული საჰაერო ხიდის ოპერაციის დაწყების შესახებ ალბანეთში, ტირანაში გამართულ ბერლინის პროცესის სამიტის პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა. ოპერაცია, რომელიც ეგვიპტეში რამდენიმე ფრენისგან შედგება, მიზნად ღაზაში ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის მარაგების მიტანას ისახავს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა გაესამმაგებინა ჰუმანიტარული დახმარება 75 მილიონ ევროზე მეტის ოდენობით ღაზაში გაჭირვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელთან სოლიდარობის გამოხატვის გარდა განსახილველი კითხვები იყო უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან კონფლიქტის გავრცელება.

დღის ამბები