19 სექტემბერი 2024,   20:01
ვრცლად
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 19 წლისაა

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 19 წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა მიულოცა. სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. სამხედროებს უწყებრივი მედლებიც გადაეცათ. გაიმართა სპორტული შეჯიბრი, სამხედროების ოჯახის წევრებისა და ვაზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის "ღია კარის დღეც" მოეწყო.

დღის ამბები