06 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
"ჰეზბოლა" ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს ისრაელთან - IDF-ის წარმომადგენელი

"ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს და შესაძლოა ლიბანი ჩაითრიოს ომში, რომლიდანაც ვერაფერს მოიგებს", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა განაცხადა.

"ნამდვილად მზად არის ლიბანის სახელმწიფო ღაზაში ტერორისტების გამო საფრთხე შეუქმნას ლიბანის კეთილდღეობას და ლიბანის სუვერენიტეტს?" - დაწერა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა  X-ზე, ყოფილ Twitter-ზე.

კონრიკუსის განცხადებითვე, "ჰეზბოლა" უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელისა და ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და "სიტუაციას ამძაფრებს". ჰეზბოლას ცეცხლს მოყვა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მსხვერპლი - დასძინა მან.

IDF-მა დაინახა შემთხვევები, როდესაც "ჰეზბოლამ" განზრახ ისროლა გაეროს პოზიციების სიახლოვეს, - აღნიშნა კონრიკუსმა, შმისივე განცხადებით, "ჰეზბოლა" რაკეტებს ისვრის სამოქალაქო შენობებიდან და დასახლებული ტერიტორიიდან.

დღის ამბები