06 ოქტომბერი 2024,   21:13
ვრცლად
ანტონიო გუტიერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია დაასახელა

გაერო-ს გენერალური მდივნის სკანდალური გამოსვლა უშიშროების საბჭოს სხდომაზე - ანტონიო გუტიერეშმა ისრაელზე თავდასხმის წინაპირობად მრავალწლიანი ოკუპაცია დაასახელა. მისივე თქმით, პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.

გაერო-ს გენმდივნის ამ პოზიციას ისრაელის მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა. უწყებაში ამბობენ, რომ გაერო-ს ხელმძღვანელის მოხსენება ცარიელი სიტყვები იყო, რომელიც ტერორიზმს ამართლებდა. „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა ანტონიო გუტიერეში გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმაც.

ახლო აღმოსავლეთში ომი იქნება ერთ-ერთ მთავარი თემა ამერიკისა და ჩინეთის პირველი დიპლომატების შეხვედრის დროსაც. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში დღეს ჩადის. ენტონი ბლინკენის თქმით, ვანგ ისთან კოორდინაციით ისინი შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ რათა ისრაელი-ღაზას ომი ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

დღის ამბები