06 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს "ჰამასს" გაძლიერების საშუალებას მისცემს - მეთიუ მილერი

ამერიკის შეერთებული შტატები, მხარს არ უჭერს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს "ჰამასს" გაძლიერების საშუალებას მისცემს და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა.

მეთიუ მილერის თქმით, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის გარდა, "ჰამასი" ყოველდღიურად უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნე ისრაელში მყოფი უდანაშაულო მოქალაქეები არიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს, მხარეებმა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზა, რაც მათ დახმარების მიწოდების შესაძლებლობას მისცემს.

დღის ამბები