06 ოქტომბერი 2024,   21:10
ვრცლად
რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი დღეს იხსნება - ღონისძიებას პრემიერი დაესწრება

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება. რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი, 4-ზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.

ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრება.

 

დღის ამბები