06 ოქტომბერი 2024,   20:07
ვრცლად
პრო-პალესტინელები დაღესტნის აეროპორტში შეიჭრნენ - დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის სამართალდამცველები

დაღესტნის აეროპორტში არეულობა იყო, მაჰაჩყალას აეროდრომზე პრო-პალესტინელები შეიჭრნენ. ასობით აქტივისტი ისრაელიდან დაგეგმილ რეისს აპროტესტებდა და ლტოლვილებზე თავდასხმას გეგმავდა.

დემონსტრაციისას დაშავდა 20 ადამიანი მათ შორის სამართალდამცველებიც. პროტესტის გამო, თელ-ავივიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, მაჰაჩყალას ნაცვლად, ალტერნატიულ აეროდრომზე დაეშვა.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინციდენტს სხვა ერების მიმართ რუსეთის მიერ გავრცელებული სიძულვილის კულტურის ნაწილი უწოდა.

დღის ამბები