დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომას დისტანციურად ესწრება თავად ექსპრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მოსამართლემ მას მოუწოდა, ესაუბრა მხოლოდ საქმის სამართლებრივ ასპექტებზე, თუმცა სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რის გამოც მოსამართლემ ონლაინ ჩართვა შეწყვიტა.
კოჭლამაზაშვილის თქმით, სააკაშვილი "გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ეხება და ის სასამართლოში პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული."
ადვოკატებმა სხდომაზე მოსამართლის აცილება მოითხოვეს. პროცესზე ხმაურიც იყო, დაკავებულის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ექსპრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა, ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.