06 ოქტომბერი 2024,   21:00
ვრცლად
"ეს ტერორიზმია და ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი" - საერთაშორისო გამოხმაურება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ისრაელის თავდასხმას ღაზის სექტორში თურქეთ-პალესტინის საავადმყოფოზე. განცხადების მიხედვით, ისრაელს წინასწარ ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის კოორდინატებიც, ამიტომ უწყების განმარტებით, თავდასხმას ახსნა არ აქვს.

ოფიციალური თურქეთი მოუწოდებს ისრაელს შეწყვიტოს მასობრივი თავდასხმები ღაზის მოსახლეობაზე და აცხადებს, რომ მსგავსი არაადამიანური თავდასხმები არღვევს საერთაშორისო კანონს.

"ჰამასმა" 22 წლის გერმანიის მოქალაქის შანი ლუკის სიკვდილის გამო პასუხი უნდა აგოს - ამის შესახებ კი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

"ამბავი შანი ლუკის გარდაცვალების შესახებ საშინელებაა. ისევე, როგორც ბევრი სხვა, ისიც სასტიკად მოკლეს. ეს ტერორიზმია და ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი," - წერს შოლცი "ტვიტერის" გვერდზე.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ამერიკა ცდილობს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გააძლიეროს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმაც განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გმობს მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს და რუსეთის ხელისუფლებას საჯაროდ ძალადობრივი პროტესტის დაგმობისა და მონაწილეთა პასუხისმგებლობაში მიცემისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები