რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"1988 წელს დაბადებული მოსიაშვილი გიორგი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა და გუშინ საღამოს მოდა მისი დაკავება. მას მხოლოდ ძმა ჰყავს,"- აცხადებს მერის წარმომადგენელი ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ლომაურიძე.