18 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
„ცემას ადგილი არ ჰქონია, იყო შეხლა-შემოხლა“ - კამრან ბაბაევი გარდაბნის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე

დაპირისპირება იყო გარდაბნის საკრებულოში - სიტყვიერი კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დაშავდა პარტიის წევრი აკიფ ისმაილოვი, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის მოსანახულებლად, პარტიის თავმჯდომარე და წევრები თბილისიდან რუსთავში გაემგზავრნენ.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება სახელმწიფოს კუთვნილი ფართების გასხვისების შესახებ ბრალდებას მოჰყვა - ოპოზიციამ მმართველ გუნდი არამიზნობრივ გარიგებებში დაადანაშაულა.

საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე, დაპირისპირების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატის ცემას ადგილი არ ჰქონია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ დეზინფორმაციას, ვითომ, ვაპირებთ სკოლის ტერიტორიაზე არსებული 82 მ² მიწის გაყიდვას. ხალხს ავუხსენით, როგორ არის სიტუაცია. ეს მიწა არავითარ შემთხვევაში არ გაიყიდება. დღეს, როცა იყო სხდომა ვკითხე - ტყუილებს რატომ ავრცელებთ-მეთქი, მერე გადმოვიდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რასაც მოჰყვა ასეთი დაპირისპირება. საავადმყოფოში გადაიყვანეს"ნაცმოძრაობის" წევრი, ვითომ ვცემეთ. ცემას ადგილი არ ჰქონია, იყო შეხლა-შემოხლა", - განაცხადა კამრან ბაბაევმა.

დღის ამბები