საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ხელმძღვანელობით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა უმაღლესი განათლების საფეხურზე განსახორციელებელი ინიციატივები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დაწყებამდე კი გიორგი ამილახვარმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.