16 სექტემბერი 2024,   22:58
ვრცლად
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - ქალმა დაშორების შემდეგ, პარტნიორ მამაკაცს ფოტო და ვიდეომასალა გაუვრცელა

შიშველი ფოტო და ვიდეო კადრები მამაკაცს პარტნიორმა ქალმა დაშორების შემდეგ გაუვრცელა. ინტიმური ფოტო და ვიდეომასალა 24 წლის ქალის ხელში, სასიყვარულო ურთიერთობის დროს აღმოჩნდა. სოციალური ქსელით მას მეგობარი კაცი სექსუალურ კადრებს ხშირად უგზავნიდა. რამდენიმეთვიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ქალმა უკანონოდ შენახული ფაილები ქალმა შურისძიების იარაღად გამოიყენა და მამაკაცის მეგობრებს, მეზობლებს და ოჯახის წევრებს გაუგზავნა.

დაზარალებულმა კაცმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მძიმე ფსიქოემოციურ ფონზე, განცხადებით მიმართა, გამოძიება დაიწყო. მხილებულმა ქალმა მტკიცებულებები გაანადგურა, თუმცა გამოძიებამ სხვისი პირადი ცხოვრების ფაილების აღდგენა შეძლო.

ქალს ბრალი მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, გენდერის ნიშნით სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით წარედგინა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საბოლოოდ ბრალდებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა. კურიერი P.S ქალის ინტერესების დამცველს დაუკავშირდა, ადვოკატმა საუბარი არ ისურვა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა - დანაშაული, რომელიც საგამოძიებო უწყებებისთვის გამოწვევად იქცა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალიზებული სამმართველოც ამ მოტივით შექმნეს.

დამნაშავეები ძირითადად ახლო გარემოცვიდან არიან - ყოფილი მეუღლეები და პარტნიორები. კურიერი P.S- მა კიდევ ერთი მსხვერპლი კაცის ჩვენება მოიპოვა.

მძიმე დანაშაულის ეპიცენტრი სოციალური ქსელია - პირადი ცხოვრების ამსახველი 300 ფაილი, 70-მდე დაზარალებულს სწორედ ვირტუალურ სამყაროში გაუვრცელეს. მოტივი შურისძიება, ან ინტიმური კადრებით შანტაჟი და ვაჭრობაა.


პირადი ცხოვრების ხელყოფის მსხვერპლი მამაკაცებთან ერთად, ათობით ქალი და არასრულწლოვანი გახდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსგავსი დანაშაულისთვის 70 პირია პასუხისგებაში მიცემული. მათი უმრავლესობა დაკავებულია. დანაშაულის პრევენციისთვის საგამოძიებო სამსახური მოქალაქეებს ურჩევს

დღის ამბები