09 ივლისი 2024,   03:19
ვრცლად
შსს-მ გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უკვე გამოიკითხნენ თავშესაფრის ბენეფიციარები, თუმცა, "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მომხდარი არავის დაუდასტურებია.

გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია "ტვ მონიტორინგმა" გაავრცელა. მათივე ცნობით, ბენეფიციარები დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

 

დღის ამბები