22 აგვისტო 2026,   00:32
ვრცლად
"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ

"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.

როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე განმარტავს, ცვლილება სახელმწიფოს პრეპარატის მწარმოებლიდან პირდაპირი შესყიდვის უფლებას იძლევა, რითაც ინოვაციური მედიკამენტები ქვეყნის მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენასთან დაკავშირებული რეფორმის გაგრძელებაა, რომელიც გულისხმობს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, მოლაპარაკება აწარმოოს პირდაპირ მწარმოებლებთან ხელშეკრულების სპეციალურ პირობებზე და ამით მეტად ხელმისაწვდომი გახადონ ინოვაციური მედიკამენტები.

დღის ამბები