09 ივლისი 2024,   03:54
ვრცლად
"დაზარალებული მე-7 კლასელი გოგონაა...სკოლამ განახორციელა ის ნაბიჯები, რაც საჭირო იყო" - ახალი დეტალები ქარელში, 13 წლის გოგონას გატაცების საქმეზე

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში - "კურიერი" მე-7 კლასელი გოგონას სკოლის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომელთა განცხადებით, შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.

"წუხელ ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ. სკოლამ განახორციელა ის ნაბიჯები, რაც საჭირო იყო. მანდატურის სამსახურმა გააკეთა რეფერირება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სხვა რაიმე ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის.

დაზარალებული არის მე-7 კლასელი გოგონა. არსებული ინფორმაციით, იგი საკუთარი ნებით გაჰყვა..." - აღნიშნავენ მოზარდის სკოლაში.

ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში, არასრულწლოვანი გოგო, ცოლად მოყვანის მიზნით, ამავე სოფლის მკვიდრმა, 22 წლის მამაკაცმა მოიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. გოგონა 13 წლისაა. არასრულწლოვანი ქარელში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა. პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული

დღის ამბები