09 ივლისი 2024,   03:34
ვრცლად
რა მოხდა 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან - ლევან დოთიაშვილის პირველი ვრცელი კომენტარი

სამდღიანი უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს მედიასთან იხსენებს. ის ამბობს, რომ, თამაზ გინტურთან ერთად, ლომისის ტაძრის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს, თუმცა ამის შემდეგ მხარეები დაელაპარაკნენ ერთმანეთს და ვითარება განიმუხტა - ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები დატოვებდნენ ტერიტორიას, თუმცა მას შემდეგ, რაც თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა ავტომობილით გადაადგილება დაიწყეს, ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს.

"ეკლესიის ეზოში რომ ავედით კარი გავხსენით, რომ გამოვიდოდით მოვიდა მხოლოდ ერთი ჯარისკაცი. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა, დავუძახე -  არ გინდა სროლა მოვგვარდეთ. დაწყნარდა რუსი ჯარისკაცი, ვილაპარაკეთ, კამერა მაქვს ჩართულიო, თამაზმაც დაუწყო ლაპარაკი, არანაირი აღელვება, ან კონფლიქტი არ ყოფილა, შემდეგ თამაზმა მითხრა, ჩაჯექი მანქანაშიო, დავჯექი მანქანაში, თამაზი და მესაზღვრე საუბრობდნენ, თამაზი გამოვიდა,როგორც კი დავძარით მანქანა, გავიარეთ სამი მეტრი და ეგრევე საბურავებში სროლა... გავიარეთ 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო, ავტომატურად მანქანა გაჩერდა, გადმოვხტი, გადმოვიყვანე თამაზი მანქანიდან, ეს რუსი ჯარისკაციც მომეხმარა, თამაზის პირადი მობილური ავიღეთ, დავრეკეთ სასწრაფოში - ამა და ამ ადგილზე ვართ, ჩქარა მოდით-თქო, შემდეგ დარეკა პოლიციამ. ანალოგიური ვუთხარი, სად ვიყავი, როგორ ვიყავი და შემდეგ 7 რუსი ჯარისკაცი მოვიდა, ამ დროს ერთ-ერთმა დამარტყა, მიწაზე დამაწვინა და თამაზს დაუწყეს "ლეიკოების" დადება. მე ბორკილები დამადეს, ტყის მიმართულებით წამიყვანეს და მას შემდეგ თამაზი აღარ მინახავს", - განაცხადა ლევან დოთიაშვილმა.

დღის ამბები