მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის "ჩხარი" რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. აღნიშნული ხაზით ელექტროენერგია მიეწოდება რაჭის რეგიონს და ტყიბულის მუნიციპალიტეტს.
"ენერგო-პრო ჯორჯიამ" ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ხაზის მთელ სიგრძეზე სრულად განახლდა ამორტიზირებული მონაკვეთები, დამონტაჟდა ახალი საყრდენები, მოეწყო ახალი ფუნდამენტები, შეიცვალა სახაზო არმატურა, რაც უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზის გაცილებით შეუფერხებელ და იმედიან ფუნქციონირებას.