მსოფლიო ჩემპიონატში მოპოვებული წარმატების შემდეგ, ქართველი ტანმოვარჯიშეები დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდნენ.
საქართველოს ნაკრებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივართან ერთად, ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი და სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიულ გამარჯვებას ბირმინგემში მიაღწიეს. მსოფლიო ჩემპიონატზე, ბატუტზე ხტომაში, გუნდურ ასპარეზობაში, მათ მესამე ადგილის აღება შეძლეს.