საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის, მზადება დაიწყო. 13 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა, არასრული შემადგენლობით, 17 ფეხბურთელით ივარჯიშა, დღეიდან კი საწვრთნელ პროცესს დარჩენილი ფეხბურთელებიც შეუერთდებიან.
ტრავმის გამო, შეკრებას გაბრიელ სიგუა გამოტოვებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს, გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიის წინააღმდეგ და 19 ნოემბერს, ვალია-დოლიდში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.