04 ივნისი 2026,   09:30
ვრცლად
მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და ვითარება საოკუპაციო ხაზთან - ამ თემებზე თეა ახვლედიანმა საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა

მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და ვითარება საოკუპაციო ხაზთან - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობასაც.

ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიგეგმა და მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ასევე კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა დევნილმა ქალებმა.

დღის ამბები