18 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
პერსპექტივა არ ექნებათ, იმიტომ არ ექნებათ, რომ ისინი მიყვებიან ნაცების მესიჯბოქსს - მამუკა მდინარაძე "ლელოსა" და პარტია "საქართველოსთვის" შესახებ

"ლელოსა" და გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება უმრავლესობაში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათ გაერთიანების შემთხვევაში პერსპექტივა არ ექნებათ. 

"როლები აქვთ ასეთი, "ნაცმოძრაობის" სხვადასხვა კლასტერმა ერთმანეთში უნდა იჩხუბოს, რომ ვიღაცები ვის რაში სჭირდება. ოღონდ მათ არავინ ეკითხება, ამ როლს შეასრულებენ თუ არა, რეჟისორები ავალებენ და ეუბნებიან, რომ თქვენ უნდა იყოთ ამ როლში – ახლა უნდა იჩხუბოთ ბიჭებო და გოგოებო და ისინიც ჩხუბობენ.

პერსპექტივა არ ექნებათ, იმიტომ არ ექნებათ, რომ ისინი მიყვებიან "ნაცების" მესიჯბოქსს და ნაცი თუ უნდა ადამიანს, ირჩევს იმ ნაცს. ამ ხალხს მხარი უნდა დაუჭირონ, თან ნაცების მესიჯბოქსით? ბარემ ნაცს დაუჭერენ მხარს, მაშინ ხაბეიშვილმა რა დააშავა?" - ამბობს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, "ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის დაპირისპირებაა. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას გუნდთან ალიანსს გამორიცხავენ და მათი მიზანი ახლა არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ალიანსი, რამედ პარტიის ინდივიდუალური გაძლიერებაა. თავად პარტიაში "საქართველოსთვის" კი ამბობენ, რომ "ლელოსთან" სამომავლო კავშირის სურვილი არც თავად აქვთ.

 

დღის ამბები