05 ოქტომბერი 2024,   01:26
ვრცლად
პროექტის "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს

პროექტის "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს, ქვედანაყოფის ისტორია გააცნეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები გაიხსენეს.

საგნის "სამხედრო საქმე" სწავლება საქართველოს სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა.

დღის ამბები