09 ივლისი 2024,   01:58
ვრცლად
აშშ-ჩინეთის ლიდერების შეხვედრა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში - რაზე ისაუბრეს მხარეებმა და რა საკითხებზე შეთანხმდა ორი სახელმწიფო

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დროებით ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას არ ითვალისწინებს. მუდმივ ბიუჯეტზე კონგრესი ვერ შეთანხმდა. ამიტომ, ბაიდენმა, ამ ნაბიჯით, მხოლოდ მთავრობის მუშაობის შეჩერება აირიდა თავიდან. შტატები ისევ გააგრძელებს მოკავშირეების დახმარებას და ეს ჯო ბაიდენმა თავისთან სტუმრად ჩასულ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინსაც უთხრა.

საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ამ კვირაში სწორედ ამერიკისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა იყო. ისინი ერთმანეთს, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, პირველად შეხვდნენ. ამ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა პროტოკოლის თითოეულ დეტალს. ყურადღება მიიქცია ჟესტებმა და ლიდერთა მიმიკებმა.

"დედამიწაზე საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა წარმატებული იყოს" - ეს სი ძინპინის სიტყვებია.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ლიდერები შეთანხმდნენ, სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენაა.

კიდევ ერთი თემა, რაზეც ლიდერებმა ისაუბრეს, ნარკოტიკული საშუალება - ფენტალინი იყო.

ფენტალინი არის სამედიცინო ნარკოტიკული საშუალება. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ნებისმიერი სფეროსთვის. ის გამოიყენება ოპერაციების დროს, ასევე - ტკივილების მართვისთვის, იქნება ეს ონკოპაციენტები, თუ პალიატიური მედიცინა. ნარკოტიკის დასამზადებელი ნედლეული ჩინეთიდან აშშ-ში უკონტროლოდ შედიოდა და ხდებოდა ფენტანილის კუსტარულად დამზადება, რამაც ძალიან დიდ მასშტაბებს მიაღწია. მხოლოდ შარშან, 75 000 ადამიანი დაიღუპა. ფენტალინის მოხმარებით, ყოველწლიურად, 70-75 000 ადამიანი იღუპება. ეს არის გარდაცვლილი ადამიანების გაცილებით დიდი რაოდენობა, ვიდრე სამხედრო ოპერაციებსა და ომებში დაღუპულ პირთა რაოდენობაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთიდან ნედლეულის ექსპორტს მკაცრი რეგულირება მოჰყვება.

დღის ამბები