ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ბუდაპეშტში, "მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" შეთანხმების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკაში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.
მინისტერიალზე ლევან დავითაშვილმა საკუთარი გამოსვლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებაზე საუბრით დაიწყო.