საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხვალ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა, თავხედობაა:
"ვარდების რევოლუციამ" ქვეყანას მოუტანა ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების გაყალბება და ა.შ., ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი შეეწირა ვარდების რევოლუციის შედეგებს, ასეთ დროს, "ნაცმოძრაობის" მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.