15 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" - ეს არის პარტია, რომლის დნმ კოდში დევს ზიზღი, ბოღმა, კრიმინალი, ადამიანების წამება და ანტიქართული პოლიტიკის გატარება - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას“, 20 წლის განმავლობაში, ბოროტების, ზიზღის, წამებისა და ადამიანის ღირსების აყრის გარდა, არაფერი მოუტანია ქვეყნისთვის:

"რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ 20 წლის იუბილეს - კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ერთადერთი, რაც ამ პარტიამ მოუტანა საქართველოს, ყოფილი პრეზიდენტის, ახლა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბიძამ განაცხადა - ეს არის დაყოფა, ერთმანეთთან დატაკებული საზოგადოებები და ა.შ. ეს არის პარტია, რომლის დნმ კოდში დევს ზიზღი, ბოღმა, კრიმინალი, ადამიანების წამება და ანტიქართული პოლიტიკის გატარება. პრობლემა არის მათში და ამ პრობლემას გადაწყვეტა არ აქვს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები