15 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ჩვენ გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატურის საძმო - თუ ოპოზიცია ისევ გააკეთებს ასეთ გაერთიანებას, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, ვის არ უნდა მისცეს ხმა - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია გაერთიანდება და ერთად დადგებიან, საზოგადოებისთვის უფრო ნათელი იქნება, თუ ვის არ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე. 

"ჩვენ გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატურის გაერთიანება, საძმო, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ ის გააკეთა, რომ მთელს საზოგადოებას ისევ კარგად შეახსენა, რომ ოპოზიციაზე რომ გვაქვს საუბარი, კონკრეტულად ვისზეა აქ საუბარი და რა ადამიანებთან აქვს საზოგადოებას საქმე. ამ მხრივ, ეს მართლაც დადებითი მომენტი იყო საზოგადოებისთვის შეხსენების კუთხით, რომ ვის არ უნდა მისცენ არჩევნებზე ხმა, თუკი ასეთ გაერთიანებას გააკეთებენ და ყველანი ერთად დადგებიან და ფართოდ გაუხსნიან კარს საზოგადოებას, რომ დააკვირდნენ, თუ ვის არ უნდა მისცეს საზოგადოებამ არჩევნებზე ხმა, ეს მმართველი გუნდისთვის ცუდი არ იქნება," - ამბობს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები