18 ოქტომბერი 2024,   07:09
ვრცლად
როდესაც პარტნიორების მხრიდან ასეთი მოთხოვნა პრინციპული სახით წარმოდგენილი არ არის, მსგავსი ინიციატივები, ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი, შეგნებული ან შეუგნებელი ნაბიჯი მგონია - დავით მათიკაშვილი " ლელოს" რეზოლუციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, როდესაც ევროპელი პარტნიორები საქართველოს სანქციებზე მიერთებას არ სთხოვენ, ოპოზიციის მხრიდან სანქციებზე მიერთების ინიციატივა, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული მტრული ნაბიჯია.

როგორც მათიკაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არსებულ, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, რასაც ოპოზიცია გააზრებულად თუ გაუაზრებლად ხელს უშლის.

"იმ მოცემულობაში, როდესაც პარტნიორების მხრიდან არანაირი ასეთი მოთხოვნა გაჟღერებული და პრინციპული სახით წარმოდგენილი არ არის, იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანას დადებითი, პოზიტიური რეკომენდაცია აქვს გაცემული სტატუსთან დაკავშირებით და სულ რამდენიმე დღეში, ჩვენ ველოდებით სტატუსის მიღებას; იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანამ ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, შეინარჩუნა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ყველა მიმართულებით აშკარა და ხელშესახები პროგრესია, თუ რამ არსებობს საქართველოში, დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც არის ურთულესი და უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარება და ხანდახან, მართლა ბეწვის ხიდზე უწევს გადაწყვეტილების მიმღებს სიარული იმისთვის, რომ ბალანსი დაიცვას, საკუთარი ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს, ევროპული გზით ატაროს ისე, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ასეთ ვითარებაში მსგავსი ინიციატივები, გულწრფელად, ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი, შეგნებული ან შეუგნებელი ნაბიჯი მგონია. ცალსახად გასაგებია, რომ ევროპელი კოლეგები ამას ჩვენგან არ ითხოვენ, ცალსახად გასაგებია, რომ ქვეყანას გააჩნია გაცხადებული პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით ამ კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავერთვებით ვერც სამხედრო მოქმედებებში და ჩვენ ვერ დავუწესებთ სანქციებს, არა რუსეთს, არამედ საკუთარ თავს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

დღის ამბები