გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი - კითხვა აქტუალური მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გახდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლოგიკურია საზოგადოებამ მათი პოზიცია მოისმინოს.
"როდესაც ამას აბრალებს ორგანიზატორებს და მათ შორის ზოგიერთი ორგანიზატორი შეხმატკბილებულია "ნაციონალური მოძრაობასთან", ლოგიკურია, რომ საზოგადოებამ მათი პოზიციები მოისმინოს არიან ვინმეს აგენტები, თუ არა. გვახსოვს, რომ მაშინ ოპოზიციაში იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდებოდა. და ისინი ზურაბიშვილს აგენტს უწოდებდნენ. თუმცა, ცოტა ხმის წინ შეიცვალა მათი პოზიციები და მოკავშირეები გახდნენ. საზოგადოებისთვის ასევ საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 7 ნოემბერთან დაკავშირებით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.
ბოლო სასამართლო პროცესზე, სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა და "ეფესბეს" კვალზე ისაუბრა, რის შემდეგაც განცხადება გოგა ხაინდრავამ გააკეთა და მოითხოვა მასთან ერთად, დაიკითხონ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაშინდელი ოპოზიციის სხვა ლიდერები.