15 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
უნდა გამოიკითხოს თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი - მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად პრეზიდენტი

უნდა გამოიკითხოს თუ არა, 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი, ამაზე მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად სალომე ზურაბიშვილი. 

მისივე თქმით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება დასვას ამაზე კითხვები:

"სალომე ზურაბიშვილის პოზიცია საინტერესო იქნება ამ საკითხზე, მათ შორის პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, რადგანაც ბოლო პერიოდში დამთბარი ურთიერთობები და შექებები, რომელიც ისმის სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ასეთ დროს საინტერესოა როგორ ხედავს საკითხს თავად სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ძალაუნებურად აღმოჩნდა იმ ბრალდებების ადრესატი, რომელსაც სააკაშვილის მხრიდან, ამ ქვეყანაში რუსული საქმის კეთება ჰქვია. საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება დასვას ამაზე კითხვები,"- აცხადებს  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

გამოიკითხება თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი - კითხვა აქტუალური მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ გახდა. ბოლო სასამართლო პროცესზე, სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა და "ეფესბეს" კვალზე ისაუბრა, რის შემდეგაც განცხადება გოგა ხაინდრავამ გააკეთა და მოითხოვა მასთან ერთად, დაიკითხონ 7 ნოემბრის აქციის ორგანიზატორები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე და მაშინდელი ოპოზიციის სხვა ლიდერები.

დღის ამბები