09 ივლისი 2024,   04:07
ვრცლად
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას - "ჩვენი ხმა ევროპას" შეუერთდნენ.
 
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
 
მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
დღის ამბები