08 სექტემბერი 2024,   04:07
ვრცლად
ქობულეთში ძლიერი შტორმის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთში ძლიერი შტორმის შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დატბორილია სახლები, მოსახლეობას გაუფუჭდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დაზარალდნენ წვრილი ბიზნესის მეპატრონეები.

სანაპირო ზოლის და ეზოების მოწესრიგებაში მოსახლეობაც არის ჩართული. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დღეს სახელმწიფო სტრუქტურები ზარალის დათვლასაც დაიწყებენ. 

დღის ამბები