09 ივლისი 2024,   02:46
ვრცლად
საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მომზადდა

კანონის უზენაესობის ცენტრმა, ნიდერლანდების საელჩოს პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოამზადა.

ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით არაერთი გამოწვევაა. დასკვნამ აჩვენა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლებშია.

შემუშავდა რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და სკოლებისთვის. შეხვედრა კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ და ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა გახსნეს.

დღის ამბები