07 ივნისი 2026,   21:39
ვრცლად
8-ბალიანი შტორმი აჭარაში - ბათუმის ბულვარში მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში, 8-ბალიანი შტორმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. დასუფთავების პარალელურად, დაწყებულია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.

ახალ ბულვარში დაზიანებულია სასეირნო ადგილი - საფეხმავლო ბილიკი ინერტული მასით დაიფარა, დაიტბორა "აკვა პარკი"-ს მიმდებარე ტერიტორია.

შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ბათუმში დღეს გამოდარებას ელოდებიან.

დღის ამბები