15 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
თუ ევროკომისიას ეს კანონპროექტი წაადგება, საქართველოს ყელზე დაადგებოდა?! - გურამ მაჭარაშვილი ევროკომისიის მიერ აგენტების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე

ევროკომისია 12 დეკემბერს უცხოური აგენტების შესახებ მომზადებულ პროექტს გაასაჯაროებს და განსახილველად წარადგენს. კომისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის დემოკრატიის პაკეტი უნდა მოიცავდეს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და პროექტი მიზნად ისახავს ევროპის დემოკრატიის დაცვას ფონდების გამჭვირვალობაზე ვალდებულებების დაწესებით ან მესამე ქვეყნის მითითებებით ორგანიზაციებზე, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე.

პარტია "ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკომისია ახლა იღებს ზუსტად იმ კანონპროექტს, რომელიც მათ საქართველოში რამდენიმე თვის წინ დააინიცირეს.

"ამ კანონპროექტზე საავტორო უფლება აქვს "ხალხის ძალას", ამიტომ სადაც არ უნდა მიიღონ ეს კანონპროექტი, ნება იბოძონ და გაიხსენონ, რომელ ქვეყანაში დაინიცირდა და ვის მიერ დაინიცირდა ეს კანონპროექტი. ეს დალოცვილი, თუ ეს კანონპროექტი წაადგება ევროკომისიას, საქართველოს ყელზე დაადგებოდა?! თუ იქ არის ევროპული, საქართველოში რომ შემოდის, კონკიას ეტლის ეფექტი აქვს - გოგრად გადაიქცევა და უკვე რუსული ჰქვია? ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ პრაქტიკულად ჩვენ ძალმომრეობით გვათქმევინეს უარი იმ კარგ კანონპროექტზე, რომელსაც ახლა თვითონ იღებენ. საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ, რევოლუციის სცენარიც კი დადგა და უნდოდა, რომ პრაქტიკაში განეხორციელებინა, ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი არის პირდაპირი წარმომადგენელია იმ უცხოური აგენტების, რომელთაც ჯერ კიდევ სურთ საქართველოში არეულობა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები