23 თებერვალი 2024,   00:51
ვრცლად
"ჰამასსა" და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება

"ჰამასსა" და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. "ჰამასმა" გუშინ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. მათ ღაზის სექტორი უკვე დატოვეს და ეგვიპტეში არიან, საიდანაც ისრაელში გადავლენ.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანაცვლოდ, გათავისუფლდა 30 პალესტინელი. 7 ოქტომბრის შემდეგ, რეგიონში უკვე მესამედ ჩავიდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი გეგმავს, განიხილოს დროებითი ზავისა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საკითხები. ბლინკენი ასევე ეწვევა დასავლეთ სანაპიროს.

სროლა იყო იერუსალიმში ავტობუსის გაჩერებაზე. დაიღუპა ორი ადამიანი. შვიდი პირი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ორი შეიარაღებული თავდამსხმელი მოკლულია.

დღის ამბები