15 ოქტომბერი 2024,   14:04
ვრცლად
"რადიკალურმა ოპოზიციამ ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობა სცადა, მაგრამ არც ეს გამოუვიდა" - არჩილ თალაკვაძე ეუთოს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობის კრიტიკაზე

ეუთოს მინისტერიალის ირგვლივ არსებულ ურთიერთბრალდებებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ოპონენტები ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და მათთვის რუსეთი მხოლოდ უკრაინასთან ომის შემდეგ გახდა ოკუპანტი. უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" წარსულს ახსენებს, 2010 წელს, როცა ეუთოს მინისტერიალს პუტინი ესწრებოდა და მასზე ქართული დელეგაცია სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის შეფასება პოპულიზმია და მანიპულაციის მცდელობა.

"რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობის, მაგრამ არც ეს გამოუვიდა, რადგან მთელმა საზოგადოებამ ნახა საერთაშორისო მედიაში, რომ ეუთოს მინისტერიალზე საერთაშორისო საზოგადოება თითქმის სრულად არის წარმოდგენილი. საერთაშორისო პოლიტიკისგან შორს იყო ეს განცხადებები, რაც მოვისმინეთ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან. ეს იყო, უბრალოდ, პოპულიზმი და მანიპულაციის მცდელობა საზოგადოებრივ აზრზე," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები