06 ივლისი 2024,   00:19
ვრცლად
გახანგრძლივდება თუ არა ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - ზავი მერვე დღეა მოქმედებს და ვადა ადგილობრივი დროით 7 საათზე იწურება

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და გახანგრძლივდება თუ არა კიდევ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - 56 დღიან ომში ზავი მერვე დღეა მოქმედებს, ვადა ადგილობრივი დროით 7 საათზე იწურება.

"ჰამასმა", გუშინ, ღაზიდან კიდევ 8 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ისრაელმა კი, 30 პალესტინელი პატიმარი.

იმ შემთხვევაში, თუ ანკლავში საბრძოლო მოქმედებები განახლდება, "ჰამასი" საკუთარ მებრძოლებს მზადყოფნისკენ მოუწოდებს.

თავის მხრივ, ბრძოლისთვის მზად არის ისრაელიც, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ გახანგრძლივდება.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ისინი კატართან, ეგვიპტესა და ისრაელთან ერთად პაუზის გასახანგრძლივებლად მუშაობენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ახლო-აღმოსავლეთში ვიზიტის დროს ისრაელს უფრო ეფექტური ნაბიჯებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვისაკენ მოუწოდა.

დღის ამბები